ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავის ავიაკატასტროფაში დაღუპული ოჯახის წევრები კომპანია Apple-ს სასამართლოში უჩივიან. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, 2016 წელს EgyptAir-ის თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი Apple-ს სმარტფონი ან პლანშეტი გახდა. ამ დრომდე ბორტზე, უფრო კონკრეტულად კი კაბინაში, ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა. ივარაუდება, რომ ხანძრის მიზეზი iPhone 6S ან iPad mini გახდა, რომელიც ერთ-ერთ პილოტს თან ჰქონდა.
ექსპერტთა ნაწილი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. მათ მიუღებლად მიაჩნიათ, რომ ფრენისას, ანუ მუშაობისას პილოტს მისი ჩართვა შეძლებოდა, მით უმეტეს კი, მათი ინფორმაციით, აპარატურამ დაკვამლიანება საპირფარეშოსა და იატაკის ქვეშ დააფიქსირა.
თავად Apple ამ ტაგედიასთან კავშირს უარყოფს.