14 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4434 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4496 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.62 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9277 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9253 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.24 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5654 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.3211 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 მაისიდან შევა ძალაში.