პარიზი თხოვს ვაშინგტონს, რომ აშშ-ის შესაძლო სანქციები არ შეეხოს ევროპულ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ საქმიანობას ირანის ატომის შესახებ შეთანხმების ფარგლებში. განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამართულ ბრიფინგზე.
"საფრანგეთი უარყოფს ექსტრატერიტორიული სანქციების პრინციპს. ჩვენ ვთხოვთ აშშ-ს, რომ დაბრუნებული ამერიკული საინქციები არ შეეხოს იმ ფრანგულ და ევროპულ კომპანიებს, რომლებიც ვაჭრობენ ან ინვესტიციას ახდენენ ირანში ატომთან დაკავშირებული ხელშეკრულების ფარგლებში. საფრანგეთი იმუშავებს თავისი კომპანიების დასაცავად“ - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ფრანგმა დიპლოამეტბმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ საფრანგეთის და ევროპელმა პარტნიორებმა დაამყარეს კონტაქტები აშშ-სთან ამ საკითხთან დაკავშირებით.