კიევის რაიონულმა სასამართლომ უმაღლესი რადას დეპუტატს, ნადეჟდა სავჩენკოს, რომელიც დაკავებულია კიევში ტერორისტული აქტის მომზადებაში, სახელმწიფო ადვოკატი დაუნიშნა.
მანამდე ადვოკატმა, რომელიც იცავდა დეპუტატის უფლებებს, დაწერა განცხადება სავჩენკოს საქმეზე აცილების მოთხოვნით და საკუთარი გადაწყვეტილება დაცვის საქმეში აზრთა სხვადასხვაობით ახსნა. ნადეჟდა სავჩენკოს დამ ვერა სავჩენკომ განაცხადა, რომ დეპუტატმა თავად თქვა უარი ეთანამშრომლა დამცველთან. ადვოკატი ოლოგ სოლოვეის განცხადებით ადვოკატებმა უარი თქვეს სავჩენკოს დაცვაზე იმიტომ, რომ მისი და, ერთვება საქმის მიმდინარეობაში. თავად ნადეჟდა სავჩენკო აცხადებს, რომ მას არ აქვთ თანხა ადვოკატისთვის.
ამის შემდეგ, მოსამართლემ გააკეთა განცხადება, რომ სხდომაზე მოვიდა უფასო იურიდიული ცენტრის ადვოკატი იულია ტკაში. რომელიც დაიცავს სავჩენკოს უფლებებს. სასამართლომ ახალ ადვოკატს მისცა დრო გაცნობოდა საქმის მასალებს, რომელიც მას უკვე გადასცეს და გამოაცხადეს შესვენება 15 მაისამდე.