კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულების საქმეზე მოსამართლე დავით კურტანიძე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა.
როგორც მან გამარტა, ის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გადაწყვეტილებას გონივრულ ვადაში მიიღებს.
ადვოკატების ნაწილმა მოსამართლეს ბრალდებულების გათავისუფლება 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შესთავაზა, ნაწილმა კი 10 000-ის.
ცნობისთვის, 12 მაისს კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.