„ყველა რესურსი ჯერ ამოწურული არ არის და ვფიქრობ, რომ შეჯერებას შევძლებთ“ - აცხადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, რომლის მიერაც არის მომზადებული კანონპროექტი ნარკოპოლიტიკის შესახებ.
კანონპროექტის თანახმად მოხმარება აღარ იქნება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი. ადმინისტრაციული ჯარიმა იქნება მხოლოდ განმეორებით შემთხევვაში და კონკრეტული პროფესიებისათვის. მათ შორის მასწავლწებლებისთის, მძღოლებისა და ექიმებისთვის.
კანონპროექტით ასევე გათვალისიწნებულია სანქციების გამკაცრება ნარკორეალიზატორებისთვის და რაც მთავარია იქმნება საბჭო, რომელიც ერთი წლის განმავლობაში დააკვირდება პროცესს და ნარკომომხმარებლების შემთხვევების შესასწავლად გადაეცემათ მათ, რათა მათ მომხმარებლებს გაეწიოთ შემდგომი დახმარება.
ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობაში სხვადასხვაგვარი დამოკიდებულებაა და მისი მიღება დღემდე ვერ ხერხდება, იმის მიუხედავად რომ პროცესი ჯერ კიდევ შარშან დაიწყო.
როგორც აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებთნ განმარტა, გადაწვეტილება უახლოეს ორ კვირაში იქნება მიღებული, რათა ინიციატივის კანონად ქცევა ერთ თვეში დასრულდეს. ამისთის კი მისი თქმით, რესურსი არსებობს.
როგორც ის განმარტავს თუკი ცალკეულ დეტალებზე ვერ მოხერხდება შეჯერება მათ საშუალება ექნებათ შეიმუშავონ ალტერნატიული წინადადებები თითოეულ საკითხთან დაკავშირებით, შემდეგ დააყენებენ სარეიტინგო კენჭისყრაზე და მეტი ხმით გამარჯვებული წინადადება დამტკიცდება პარლამენტის მიერ.
„მიგვაჩნია, რომ შევძლებთ და გავიტანთ ისეთ რეფორმას, რომელიც იქნება ჩვენ საზოგადეობის ინტერესებში და რომელიც შეამცირებს ნარკომომხმარებლთა რაოდენობას“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.