სულ ცოტა 8 ადამიანი გარდაიცვალა ჰუმანიტარული საკვების დარიგებისას ბანგლადეშში.
ინციდენტი დღეს მოხდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, 20 ათასამდე მიუსაფარი ადამიანი შეიკრივა ერთ- ერთ ყველაზე მსხვილ სამრეწველო დაწესებულებასთან, რომლის ადმინისტრაციაც ყოველწლიურად უწევს ორგანიზებას, რამადანის წინ პროდუქტების დარიგებას. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა. ხალხის რაოდენობის გამო ექიმებს არ მიეცათ საშუალება დროულად გაეწიათ სამედიცინო დახმარება.
"ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ რვა ადამიანი უჰაერობისა და ჭყლეტვის გამო გარდაიცვალა“ - განაცხადა ადგილობრივმა პოლიციამ. ყველა მათგანი ქალია.