ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ გენერალური აუდიტის მოადგილეების დანიშვნისა და მოხსნის უფლება პარლამენტის პრეროგატივა უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით მათ უკვე მომზადებული აქვთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში დღეს რომან გოცირიძის ავტორობით დარეგისტრირდა.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონში.
ცვლილების თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გენერალური აუდიტორის მოადგილეების არჩევის და გათავისუფლების უფლება გადაეცემა პარლამენტს.
კანონპროექტი ჯერჯერობით ინიციატივის სახითაა და უცნობია პარლამენტი გაიზიარებს თუ არა ამ ინიციტივას.