რუსეთის საავიაციო ხელისუფლებამ ავიაკომპანია Pobeda-ს ეკატერინბურგი-თბილისის მარშრუტზე ოპერირების ნებართვა მისცა. აღნიშნულის ინფორმაცია თავად „როსავიაციამ“ გაავრცელა.
ნებართვის თანახმად, „ლოუკოსტერ“ Pobeda-ს რუსეთის ერთ-ერთი რეგიონის, ურალის დედაქალაქიდან საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით კვირაში 4 რეისის განხორციელება შეუძლია.