„საუბარი ბრიტანეთთან მოლაპარაკებების დასრულების შესაძლო გადადებაზე ევროკავშირიდან გასვლის საკითხთან დაკავშიორებით ნაადრევია“ - განაცხადა ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა.
მანამდე, ბრიტანული მედია იტყობინებოდა, რომ Brexit-სთვის გარდამავალი პერიოდის ვადა, მოლაპარაკებებში არსებული სირთულეების გამო შესაძლოა ნახევარი წლით გაგრძელდეს.
"ძალიან ადრეა ამაზე საუბარი. დღეს ჩვენ მოვისმინთ მიშეილ ბარნიეს მოხსენებას, ბრიტანეთთან მოლაპარაკებების მდგომარეობასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ მივაღწევთ შეთანხმებას, თუმცა გარანტიები არ არსებობს“ - განაცხადა ბლოკმა ჟურნალისტებთან საუბრისას ბრიუსელში.
ცნობისთვის, დღეს ბრიუსელში გენერალური საბჭოს სხდომა გაიმართება, რათა განიხილონ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მომავალი შეთანხმების პროექტი.