ირანის ნავთობის მინისტრის ბიჟან ზანგანეს განცხადებით, ირანის სანავთობო სექტორს შეუძლია გაძლოს უცხოური ინვესტიციების გარეშეც.
მისი თქმით, ირანი მზადაა აშშ-ის მხრიდან სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით ინვესტორთა ნაკლებობისთვის.
ზანგანემ ასევე აღნიშნა, რომ ინვესტიცია საჭირო იყო ქვეყანაში ნავთობმომპოვებელი მრეწველობის განსავითარებლად. "ინვესტიციის საშუალებით ის დაჩქარდება, მაგრამ მათი არარსებობა არ დაღუპავს ირანის სანავთობო სექტორს", - აღნიშნა მინისტრმა.