შს მინისტრი გიოგი გახარია რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან მივიდა და პარლამენტის შენობაში „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის ორგანიზატორებს ხვდება.
მინისტრტან შეხვედრაზე საინიციტივო ჯგიუფს წარმოადგენენ - ვახუშტი მენაბდე, სოფო ვერძეული, ნაჯა ორაშვილი და ბექა წიქარიშვილი.
ცოტა ხნის წინ გიორგი გახარიამ მზადყოფნა გამოთქვა, აქციის ორგანიზატორებთან მისულიყო და პარასკევს ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ არსებულ კითხვებზე პასუხი გაეცა.
"თუ პარასკევის ღონისძიებაზე არსებობს რაიმე სახის შეკითხვები, მზად ვარ, რამდენიმე წუთში ვიყო აქციის ორგანიზატორებთან ერთად, დავსხდეთ და ყველა კითხვას აბსოლუტურად ღიად და გულწრფელად გავცეთ პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.