იტალიის ქალაქ ბოლონიაში, ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, 39 წლის საქართველოს მოქალაქემ 74 წლის ქალს ჩანთა მოპარა.
ინციდენტის შემდეგი მის შეჩერებას მოქალაქეები შეეცადნენ. დევნის დროს, ქურდობაში ბრალდებულმა რამდენიმე გამვლელი წააქცია. მათ შორის ერთ-ერთმა, თავის არეში დაზიანება მიიღო.
პოლიცია ბრალდებული დააკავა. მას ჩხრეკის დროს მოპარული ჩანთა და ბინის საკეტების გასატეხად განკუთვნილი ხელსაწყო აღმოუჩინეს.