„ევროპული საქართველო“ შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს.
ელენე ხოშტარია მოითხოვს, შს მინისტრმა თავისუფალი მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ ძალადობას პასუხი გასცეს.
"ევროპული საქართველოს წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, პირველი, სრულად უზრუნველყოს სიტყვის თავისუფლება რუსთაველზე მიმდინარე აქციის და მეორე, გასცეს პასუხი, იმ უნამუსო ძალადობაზე თავისუფალი მოქალაქეების მიმართ, რომელიც ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ.
"ხელისუფლებამ უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, დაარბია თავისუფალი მოქალაქეები, ერთის მხრივ, ჩვენ ვხედავთ დამალულ ხელისუფლებას, რომელიც არანაირ პასუხისგებლობას არ იღებს ამაზე, მეორეს მხრივ, ცინიკურ და წარმოუდგენელ განცხადებებს, რომ თითქოს ძალის გამოყენება პროპორციული იყო, მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან. მეორე დღეს უფრო ცხადი გახდა, რომ ეს აქცია იყო არა ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის აქცია, არამედ თავისუფალი მოქალაქეების, დაშინების, დაშანტაჟების და მათზე ძალადობის აქცია.
ჩვენ, ევროპული საქართველო პარლამენტის უმცირესობა კატეგორიულად ვითხოვთ უსწრაფესად შს მინისტრი გამოცხადდეს პარლამენტში. პირველი: სრულად უზრუნველყოს სიტყვის თავისუფლება რუსთაველზე მიმდინარე აქციის, არავინ ხელი არ უნდა შეუშალოს მათ აზრის გამოხატვაში და ამ პროტესტში და მეორე, გასცეს პასუხი, იმ უნამუსო ძალადობაზე თავისუფალი მოქალაქეების მიმართ, რომელიც ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ.
დღეს თუ ჩვენ არ ვაიძულეთ ხელისუფლება, ამ კითხვებს პასუხი გაეცეს რისთვისაც არსებობს პარლამენტი ,როდესაც ესეთი ჩავარდნაა ადამიანის უფლებების კუთხით ხელისუფლების მხრიდან ,პარლამენტმა უნდა განახორციელოს კონტროლი, ამიტომ უსწრაფესად მოვითხოვთ შს მინისტრის მოსვლას პარლამენტში", - განაცახადა ელენე ხოშტარიამ.