“თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერი ბექა წიქარიშვილი აცხადებს, რომ პროტესტი გაგრძელდება „რადგან ქვეყნის თავისუფლების საკითხი დგას და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს“.
„იმედი გვაქვს, რომ პასუხს ჩვენს მოთხოვნებზე მივიღებთ და შემდეგ უკვე გვეცოდინება სამომავლო გეგმების შესახებ. მათ შორის, განიხილება კარვების დადგმაც. ღამე გაჩერების იდეაც არის და ვიქნებით, სანამ არ მივიღებთ ადეკვატურ პასუხს“, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.