"სასამართლოზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოვითხოვთ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" სპეცოპერაციისას ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა.
როგორც ის განმარტავს, თბილისის მთავარ სამმართველოში მისულ ადვოკატებს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი. შესაბამისად, ადვოკატი შეზღუდულია საქმის გარშემო დეტალზე საუბრისგან.
"გაუთქმელობაზე მოგვაწერინეს ხელი. თვითონ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით აქვა ბრალი წაყენებული, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს", - აცხადებს ჩომახაშვილი.
ცნობისთვის, წუხელ კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი. კერძოდ, პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ., 1992 წელს დაბადებული ლ.მ., 1996 წელს დაბადებული ქ.მ., 1997 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული ბ.დ., 1994 წელს დაბადებული თ.ჩ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ.