“სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა ხელმძღვანელობდნენ კანონით და არა ბერა ივანიშვილის ფეისბუქ სტატუსებით”, წერს facebook-ის პირად გვერდზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე,
მისი თქმით, ბირჟა მაფიის საქმეს ახლა ბასიანი დაემატა.
“დანაშაულს უნდა ებრძოლო ისე, რომ არ შელახო წესიერ ადამიანთა უფლებები და თავისუფლება. მარტივია - დანაშაულის გასახსნელად არ უნდა უსმინო “ყველას”, ნაქურდალის აღმოსაჩენად არ უნდა გაჩხრიკო “ყველა”.
“ტრადიციულ” საბჭოთა რეიდებს კლუბებში ავტომატებიანი სპეცრაზმით შევარდნა დაემატა.
მოკლედ - კანონის უზენაესობის ნაცვლად, გვაქვს “ჭარბი ნდობის” უზენაესობა და კრიმინალთან ბრძოლის ტოტალიტარული მეთოდები.
ეს სიმახინჯე გვაჩვენა კიდევ ერთხელ გუშინდელმა სპეცოპერაციამ და ნარკოპოლიტიკა აქ მეორეხარისხოვანი საკითხია”, წერს კახიძე.