თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში კლუბ „ბასიანსა“ და კლუბ „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.
ბრალის წარდგენის შემდეგ გადაეცემათ ადვოკატებს საქმის მასალები. სწორედ, ამის შემდეგ შეძლებენ ისინი საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე საუბარს.
ცნობისთვის, წუხელ კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი. კერძოდ, პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ., 1992 წელს დაბადებული ლ.მ., 1996 წელს დაბადებული ქ.მ., 1997 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული ბ.დ., 1994 წელს დაბადებული თ.ჩ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ.