გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა, ნიკოლ ფაშინიანს მთავრობის ხელმძღვანელად დანიშვნის მილოცვისას იმედი გამოთქვა, ყარაბაღის თემის დარეგულირების შესახებ. იუწყება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის პრეს-სამსახური.
გუტერეშმა აღნიშნა, რომ გაერო მტკიცედ და თანმიმდევრულად მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფს, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით, ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში.
"მე იმედი მაქვს, რომ ეს პროცესები დადებით შედეგს გამოიღებს. რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფას“ - განაცხადა წერილში გუტერესმა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, მთავრობის მშვიდობიანი ცვლილებები ხალხის იმედების გაამართლებას, რაც უკავშირდება რეფორმებს, მათ შორის კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძლიერებას.
"გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, მათ შორის გაეროს სომხური გუნდი მზადაა თანამშრომლობისთვის ამ პრობლემების გადასაჭრელად“ - ნათქვამია წერილში.