ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, დახმარებას გაუწევს უკრაინას 125 მილიონი დოლარის ოდენობით, რათა განავითაროს ეკონომიკა დონბასში. წერს სააგენტო თავის Facebook გვერდზე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მომავალ სამშაბათს, სლავიანსკში ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდება პრეს-კონფერენცია USAID-ის ბიუროს ხელმძღვანელის მხრიდან. მასზე გამოცხადდება დონბასისთვის 125 მილიონი დოლარის დამატებითი დახმარების სახით გადაცემის შესახებ.
"ეს დამატებითი ტექნიკური დახმარება მიმართულია სამომავლო სტაბილურობისთვის და რეგიონში უკრაინული თემის გააქტიურებისთვის. რათა გაუმჯობესდეს ადგილობრივი ეკონომიკა და მისი განვითარების დაჩქარება მოხდეს“ - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ცნობისთვის, USAID-ი უკრაინასთან 25 წელია რაც თანამშრომლობს და ამ ჯერზე ის მხარს უჭერს უკრაინაში ფინანსური სექტორის რეფორმების რეალიზაციას და უწევს ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას.