ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროპა ვეღარ ეყრდნობა აშშ-ს, დაცვის საკითხში და მოუწოდა ევროპის ქვეყნებს დამოუკიდებლად დაიწყონ თავიანთ ბედზე ზრუნვა.
"წავიდა ის დრო, როდესაც აშშ უბრალოდ გვიცავდა ჩვენ. ამიტომ ევროპამ თავისი ბედი საკუთარ ხელში უნდა აიღოს და ამაშია ჩვენი გამოწვევა სამომავლოდ“ - ციტირებს ევროპული მედია მერკელის სიტყვებს.
გერმანიის კანცლერის განცხადება გახმაურდა მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზუიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გამოდის ირანის ბირთვული შეთანხმების ხელშეკრულებიდან და აპირებს განაახლოს სანქციები თეირანთან მიმართებაში.
ამის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ ბერლინში აღიარებენ ირანის შეთანხმების მნიშნელობას, როგორც რეგიონისთვის, ისევე მსოფლიოსთვის და შეეცდებიან შეინარჩუნონ ის.