ამერიკული კომპანია „Facebook“-ი განიხილავს საკუთარი კრიპტოვალუტის წარმოების შესაძლებლობას, რომელიც საშუალებას მისცემს სოციალური ქსელის მომხმარებლებს განახორციელონ ელექტრონული გადახდები მთელი მსოფლიოს მასშტებით. წერს გამომცემლობა Cheddar კომპანიის წყაროზე დაყრდნობით.
„Facebook“-მა დაიწყო „ბლოკჩეინის“ შესწავლა ერთი წლის წინ. თუმცა ამ დრომდე ამით ერთი ადამიანი იყო დაკავებული. 8 მაისს გამოცხადდა, რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელთაც ჰქონდათ შესაძლებლობები ამ ტექნოლოგიის გამოყენებაზე. ჯგუფს ხელმძღვანელობს PayPal-ის ყოფილი პრეზიდენტი დევიდ მარკუსი.
როგორც Cheddar წერს, ამ სამუშაოს რამენიმე წელი შეიძლება დაჭირდეს.
ასევე ცნობილია, რომ Facebook-ს შეუძლია გამოიყენოს „ბლოკჩეინის“ტექნოლოგიები მომხმარებელთა იდენტიფიცირების და მონაცემების დაშიფვრისთვის.
Facebook-მა ოფიციალურ კომენტარში დაადასტურა, რომ "ბევრი სხვა კომპანიების მსგავსად, ისიც სწავლობს „ბლოკჩეინის“ შესაძლებლობებს", თუმცა პრესისთვის მეტი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.