ტრანს-ანატოლიური გაზსადენი, რომლის მეშვეობითაც გაზი აზერბაიჯანიდან თურქეთს მიეწოდება და შემდგომ ევროპას, რუსეთის გავლით, 12 ივნისს ექსპლუატაციაში შევა. განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ბერატ ალბაირაკმა. წერს გაზეთი Hurriyet.
მისი თქმით, გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები - რეჯეფ თაეფ ერდოღანი და ილჰამ ალიევი.
ტრანს-ანატოლიური გაზსადენი წარმოადგენს გაზის სამხრეთ კორიდორის ყველაზე გრძელ მონაკვეთს, რომელიც უნდა გახდეს თურქული „გაზპრომის“ ნაკადის ალტერნატივა. ტრანს-ანატოლიური გაზსადენის თავდაპირველი მოცულობა შეადგენს 16 მილიარდ კუბურ მეტრს წელიწადში. მოგვიანებით ის გაიზრდება 31 მილიარდამდე. აქედან 6 მილიარდი კუბური მეტრი გადაეცემა თურქულ მომხმარებელს, ხოლო დანარჩენი წავა ევროპაში დაპროექტებული ტრანს-ანატოლიური მილსადენების საშუალებით.