წუხელ სპეცოპერაციისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული „თეთრი ხმაურის“ ლიდერი ბექა წიქარიშვილი და მოძრაობა „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს.
არსებული ინფორმაციით, ასევე გათავისუფლდნენ "ბასიანის" თანამშრომელი ბექა ჭინჭარაული და ბრიტანეთის მოქალაქე მაილო ტრავერსი.
თეთრი ხმაურის მოძრაობა 15 საათზე პარლამენტთან აქციას აანონსებს.
„თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წევრი ბექა წიქარიშვილი სხვა პირებთან ერთად წუხელ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ პარლამენტთან აქციისკენ მიმავალი დააკავეს.
პარლამენტის წინ გამართულ საპოტესტო აქციაზე დააკავეს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც.
ცნობისთვის, წუხელ კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი. სპეცოპერაცია გააპროტესტეს კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ მყოფმა პირებმა, ისე რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებმაც მოგვიანებით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით, ოფიციალურად დაკავებულია 20 პირი, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია.