თბილისში, პარლამენტის შენობასთან "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს.
მისი დაკავების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი დემონსტრანტები პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.
შეტაკებისას დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე.
ცნობისთვის, თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია დაიწყო.
აქციის მონაწილეები კლუბ "ბასიანსა" და კაფე "გალერიში" სპეცდანიშნულების რაზმის შესვლის აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, კლუბებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.
კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სამართლდამცველები რამდენიმე საათის წინ შევიდნენ.
არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 50-მდე ადამიანი.