თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია დაიწყო.
აქციის მონაწილეები კლუბ "ბასიანსა" და კაფე "გალერიში" სპეცდანიშნულების რაზმის შესვლის აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "სირცხვილია!"
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, კლუბებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.
კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სამართლდამცველები რამდენიმე საათის წინ შევიდნენ.
არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 50-მდე ადამიანი.