სახალხო დამცველის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის წესით 8, ხოლო ადმინისტრაციული წესით 20-მდე ადამიანი დააკავეს.
როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას აქტიური კონტაქტი აქვს შსს-ს წარმომადგენლებთან, რათა დამატებითი ინფორმაცია მიიღოს სპეცოპერაციის თაობაზე.
მისივე განცხადებით, აპარატის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის დროებითი მოთავსების იზოლატორში.
სიტუაცია კვლავ დაძაბულია კლუბ "ბასიანთან", სადაც მომიტინგეები არიან შეკრებილები. კაფე "გალერისთან" იმყოფება სახალხო დამცველი.
ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, კლუბებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.
კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სამართლდამცველები რამდენიმე საათის წინ შევიდნენ.