აქციის მონაწილეები და აქტივისტები პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.
მათი თქმით, ისინი პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან და იქ დააყენებენ მოთხოვნებს.
არაოფიციალური ინფორმაციიით, დაკავებულია 50-ზე მეტი ადამიანი.
სიტუაცია კვლავ დაძაბულია კლუბ "ბასიანთან", სადაც მომიტინგეები არიან შეკრებილები. კაფე "გალერისთან" იმყოფება სახალხო დამცველი.
ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, კლუბებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.
კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სამართლდამცველები რამდენიმე საათის წინ შევიდნენ.