კაფე “გალერისთან” სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა.
"გალერისთან" რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ადგილზე შეკრებილი ადამიანებიდან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დაკავებას წინ მოქალაქეების პროტესტი და პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.
სიტუაცია კვლავ დაძაბულია კლუბ "ბასიანთან", სადაც მომიტინგეები არიან შეკრებილები.
ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, კლუბებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.
კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სამართლდამცველები რამდენიმე საათის წინ შევიდნენ.