დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიაზე, კლუბ "ბასიანის" შესასვლელთან სატვირთო ავტომობილებით პოლიციის დამატებითი კორდონები მიიყვანეს.
პოლიციას გადაკეტილი აქვს სამანქანო გზებიც.
ადგილზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.
ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, კლუბებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.
კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სამართლდამცველები რამდენიმე საათის წინ შევიდნენ.