ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, დაკავებულია "ბასიანის" ორი დამფუძნებელი.
"დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულები არიან ჩემი მეგობრები, ბასიანის დამფუძნებლები: ტატო გეთია, ზვიად გელბახიანი. ასევე დაკავებულია უამრავი მოცეკვავე, დაკავებულია დავით ლეჟავაც", - წერს "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, კლუბებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.
კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სამართლდამცველები რამდენიმე საათის წინ შევიდნენ.