თბილისში, დინამოსთან მდებარე კლუბ "ბასიანთან" სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.
ადგილზე შეკრებილები არიან ადამიანები, რომლებიც "ბასიანსა" და "გალერიში" მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ.
ისინი გზის გადაკეტვას აპირებენ.
ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა პოლიციელებსა და ადგილზე შეკრებილებს შორის.
ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, კლუბებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სამართლდამცველები რამდენიმე საათის წინ შევიდნენ.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.