ღამის კლუბებში საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
უწყებაში ამ ეტაპზე სხვა კომენტარი არ კეთდება.
ცნობისთვის, კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სამართლდამცველები შევიდნენ.
არსებული ინფორმაციით, კლუბებიდან სტუმრები გარეთ გამოიყვანეს.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.