„ქართული ოცნების“ ახლადდამტკიცებული თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, აცხადებს, რომ ის პრმიერ-მინისტრის შეცვლას არ აპირებს. ეს განცხადება მან პარტიის ყროლობის დასრულბის შემდეგ გააკეთა. თუმცა, სხვა კონკრეტულ დეტალები საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით არ უთქვამს მიუხედავად იმისა, რომ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მიმართ უკმაყოფილება ღიად გამოთქვა.
ამასთან, პარტიის ახალი თავმჯდომარე არც პარტიის შიგნით მოსალოდნელ ცვლილებებზე არ საუბრობს. შეგახსენებთ, რომ დღემდე, ვიდრე „ქართული ოცნების“ მეხუთე ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს დაამტკიცებდნენ, პარტიას პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი თავმჯდომარეობდა.