სომხეთის მინისტრთა კაბინეტის ახალმა ხელმძღვანელმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს პირველად გამართა მთავრობის სხდომა.
მოსალოდნელი იყო, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელიც ადრე მასობრივ საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობდა, მთავრობის ახალ შემადგენლობას გაახმოვანებდა, თუმცა მან მხოლოდ თავდაცვის მომავალი მინისტრის ვინაობა დაასახელა. ეს იქნება საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი დავიდ ტონოიანი.
სხვა თანამშრომლების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამასთან ტრანსპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვაან მარტიროსიანმა განაცხადა, რომ ის არ დარჩება ხელისუფლებაში.