Brent მარკის ნავთობის ფასი შესაძლოა 100 დოლარამდე გაიზარდოს, თვლიან Bank of America Merill Lynch-ის (BofAML) ექსპერტები. აქამდე არც ერთ საინვესტიციო ბანკს არ გაუკეთებია ნავთობის ფასის ამ მაჩვენებლამდე დაბრუნების პროგნოზი.
ნავთობის მოთხოვნილებისა და მიწოდების ბალანსის ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს უახლოეს ნახევარ წელში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მნიშვნელოვანი დეფიციტი, ნათქვამია BofAML-ის მიერ გაკეთებულ მოხსენებაში.
მოხსენების თანახმად, 2018 წელს ნავთობის დეფიციტმა შესაძლოა შეადგინოს 630 ათასი ბარელი დღე-ღამეში და 2019 წელს - 300 ათასი ბარელი/დღე-ღამეში ვენესუელაში სანავთობო სფეროში მასშტაბური პრობლემების, რუსეთსა და ოპეკს შორის მოპოვების შემცირების შეთანხმებისა და ირანიდან ექსპორტის შემცირების რისკის ფონზე.
ამ პირობებში BofAML პროგნოზირებს Brent ნავთობის ფასს 90 დოლარის ოდენობით ბარელზე 2019 წლის მეორე კვარტალში და ასევე ხედავს მისი 100 დოლარამდე გაძვირების რისკს.