აშშ-ს საელჩო იერუსალიმში, როგორც დაგეგმილი იყო - 14 მაისს გაიხსნება. განაცხადა ამერიკული ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ორშაბათს დილითვე გავხსნით ჩვენს საელჩოს იერუსალიმში. გახსნის ცერემონიალზე ველით დაახლოებით ასამდე სტუმარს. მათ შორის რამდენიმე მაღალი რანგის სტუმარს კონგრესიდან, იქნება ასევე პერზიდენტის დელეგაციაც. ჩვენ ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ შევძელით გაგვეხსნათ საელჩო, როგორც პრეზიდენტი ამბობს, დაგეგმილზე ადრე და ბიუჯეტის ფარგლებში" - განაცხადა მან.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასული წლის დეკემბრის თვეში იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობა გამოაცხადა. მან ასევე მიიღო გადაწყვეტილება ამერიკის საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესახებ, რომელიც ამ მომენტისთვის თელ-ავივში მდებარეობს. ტრამპის ამ გადაწყვეტილებას პალესტინელებისა და რიგი არაბული სამყაროს ქვეყნების მხრიდან პროტესტი მოყვა.