ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატებმა, რომელიც დაპატიმრებული იყო უკრაინის სახელმწიფო ძალაუფლების ჩამოგდებისა და ტერაქტის მომზადების ბრალედბით, განაცხადეს, რომ აღარ აპირებენ მისი ინტერესების დაცვას. იუწყება "უკრაინსკაია პრავდა".
ოლეგ სოლოვეის განცხადებით, მათ შორის ყველა საჭირო დოკლუმენტს ხელი მოეწერა.
"დღეს ჩვენ გავწყვიტეთ სამსახურეობრივი ურთიერთობები. ჩვენ - მე და დიმიტრი ბუგაი უკვე აღარ წარმოვადგენთ ნადეჟდა სავჩენკოს ინტერესებს“ - დასძინა მან.
სოლოვეიმ ასევე დააზუსტა, რომ ერთ-ერთ მიზეზად ასეთი გადაწყვეტილებისა იქცა ნადეჟდას დის - ვერა სავჩენკოს, მისი აზრით არაკორექტული საქციელი.