ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-11 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა EXPO BATUMI TRAVEL 2018 გაიხსნა.
EXPO BATUMI TRAVEL 2018-ში ადგილობრივი და უცხოური კომპანიები მონაწილეობენ, რომლებიც სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროში მუშაობენ.
გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსთან სულხან ღლონტთან ერთად დაესწრო.
სპეციალური ლოკაცია გამოფენაზე კურორტ „გოდერძის“ ეხება. სტენდის დამთვალიერებელს საშუალება აქვს გოდერძიზე მიმდინარე სასტუმრო კომპლექსების, ასევე განთავსების ადგილებისა და კურორტზე დასვენების შესახებ სხვა ინფორმაციას გაეცნოს.
გამოფენის მიმდინარეობისას მონაწილეებისათვის სარეკლამო, საინფორმაციო ტურები და პრეზენტაციები იგეგმება.
გამოფენა დღეს გაიხსნა და 13 მაისამდე გაგრძელდება.