გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო ბათუმის ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-11 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენა დღეს სასტუმრო „შერატონში“ გაიხსნა და 13 მაისამდე გაგრძელდება.
დაცული ტერიტორიების სააგენტო წელს დამთვალიერებლებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ინტერაქტიულ საგამოფენო პავილიონს წარმოუდგენს. წარმოდენილი იქნება ინოვაციური პროექტი „დამატებითი რეალობა“, რომელიც აჭარაში პირველად განხორციელდება. გამოფენის სტუმრები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებულ სერვისებს გაეცნობიან. სპეციალურად გამოფენისთვის, ახალი საპრომოციო მასალები მომზადდა.
2018 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნისთვის დაცული ტერიტორიების სააგენტო განსაკუთრებით ემზადება. ახალ სეზონზე ტურისტები შეძლებენ ეწვიონ ნავენახევისა და საწუბრლიას მღვიმეებს, ოკაცეს ჩანჩქერს, ალგეთისა და ყაზბეგის ეროვნული პარკების ახლადაშენებულ ვიზიტორთა ცენტრებს.