მთაწმინდის პარკში, სადაც რამდენიმე წუთში "ქართული ოცნების" ყრილობა დაიწყება, პარტიის წევრები იკრიბებიან.
ადგილზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.
ცნობისთვის, მთაწმინდის პარკში მდებარე კლუბ "ანდერვილიში" "ქართული ოცნების" ყრილობა გაიმართება.
ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევენ.
როგორც ცნობილია, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნება და ის ამ პოზიციაზე გიორგი კვირიკაშვილს შეცვლის.
ყრილობა 16:00 საათზე დაიწყება, ის სამუშაო ფორმატში გაიმართება და პარტიის დელეგატები და პოლიტიკური გუნდის წევრები დაესწრებიან.