უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჰიუგ მინგარელმა განაცხადა, რომ ქვეყანას მოცემულ სიტუაციაში არ გააჩნია არანაირი პერსპექტივა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს.
"თურქეთი ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად წარმოადგენს ერთ-ერთ ქვეყანას, რომელიც აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა შემოუერთდეს ევროკავშირს. მათ გააჩნიათ მკვეთრი პერსპექტივა ევროკავშირში. უკრაინის შემთხვევაში - დღეს წევრობისთვის პერსპექტივა არ არსებობს“ - აცხადებს მინგარელი.
"ეს არის დიდი იმედგაცრუება ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისთვის. იმიტომ, რომ მათ სურდათ ჰქონოდათ პერსპექტივა ევროკავშირის წევრობისთვის. თუმცა რიგი მიზეზების გამო ევროკავშირმა ვერ შეძლო შეეთავაზებინა ეს პერსპექტივა“ - დასძინა ელჩმა. თუმცა, მას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა მიზეზებზე იყო საუბარი.
კიევი დიდი ხნის განმავლობაში იღწვოდა წევრობისთვის. უკრაინის ლიდერები მუდმივად აცხადებენ, რომ მათი ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსი უცვლელია და იმედოვნებენ, მომავალში ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.