ბერლინი გააგრძელებს ღია და პატიოსან მოლაპარაკებებს ამერიკელ პარტნიორებთან ატომის შესახებ ირანთან შეთანხმების შენარჩუნებისთვის. რათა არ დაუშვას მსოფლიო ეკონომიკაში უარყოფითი მოვლენები. განაცხადა გერმანიის ფედერაციის ეკონომიკის მინისტრმა, პიტერ ალტმაიერმა DLF-ის ეთერში სტუმრობისას.
"ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან ღია, ძალიან პატიოსან და ძალიან მკაფიო მოლაპარაკებებს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან და მეგობრებთან. ჩვენს მიზანს წარმოადგენს ამ შეთანხემბის შენარჩუნება და ჩვენს მომავალ ნაბიჯებს შევათანხმებთ საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთან და ევროკავშირთან“ - განაცხადა მინისტრმა.
მან დასძინა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციები მიგვიყვანს „დაძაბულობამდე და გაურკვევლობამდე“. ნეგატიური ეფექტს ექნება არა მხოლოდ პოლიტიკური ხასიათი, ის ნეგატიური იქნება მსოფლიოს ეკონომიკის განვითარებისთვისაც.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ ის გადიოდა ირანის ბირთვული მოლაპარაკებებიდან, რომელიც მიღწეული იყო ექვსი საერთაშორისო მედიატორი ქვეყნის მიერ (აშშ, ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი) 2015 წელს.