საკრედიტო საგარანტიო ფონდი მცირე და საშუალო ბიზნესს საბანკო კრედიტებს გაუიაფებს, - სხვა ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებით ფინანსთა მინისტრი ახალი სქემით ბიზნესის აქტივობას ელის.
მამუკა ბახტაძე აღნიშნავს, რომ სიღარიბის დამარცხების ერთადერთი წყარო მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაა და მას ალტერნატივა არ გააჩნია.
მისი თქმით, აუცილებელია დაფინანსების წყაროები დივერსიფიცირება, მათ შორის კაპიტალის ბაზრის განვითარება და სხვადასხვა მექანიზმებით საფინანსო სექტორიდან კრედიტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და რისი ერთ-ერთი მიმართულება იქნება საკრედიტო საგარანტიო ფონდი.
„ვფიქრობთ, დაფინანსების წყარო უნდა იყოს რამდენიმე. 2-3-ჯერ უნდა გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება ისე, რომ საქართველოს მშპ-ში გაიზარდოს ამ სექტორის წილი, რაც მოგვცემს იმის ინკლუზიური ზრდას, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მინისტრი ამბობს, რომ ახალ სქემაში ჩართვის სურვილი უკვე დაადასტურა ევროკომისიამ და ევროპის საინვესტიციო ბანკმა.
„ძალიან მნიშვნელოვნად გაუიაფებს საგარანტიო ფონდი ბიზნესს სესხებს. აღნიშნული სქემა ბიზნესს რისკს უზღვევს კომერციულ ბანკებს, როდესაც ისინი აფინანსებენ მცირე და საშუალო ბიზნესს. ხშირ შემთხვევაში, შემცირება რამდენიმე საპროცენტო ერთეულით იყო, 4% და აშ... ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. ეს იქნება ახალი ფურცელი ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის“, - განაცხდა მამუკა ბახტაძემ.