აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ვიმედოვნებ მივაღწევთ დიდ წარმატებას“ ჩრდილოეთ კორესის ლიდერთან შეხვედრის დროს.
ცნობისთვის, შეხვედრა 12 ივნისს, სინგაპურში გაიმართება.
"12 ივნისს სინგაპურში მე შევხვდები კიმ ჩენ ინს, რათა მივაღწიოთ მშვიდობას და უსაფრთხოებას მთელი მსოფლიოსთვის. ურთიერთობები კარგია. ყალბი სააგენტოები იუწყებოდნენ, რომ „ის (ვიგულისხმები მე) მიგვიყვანს ბირთვულ ომამდე“. და თქვენ იცით რა მიგიყვანთ ბირთვულ და სხვა ომამდე? სისუსტე!“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა ინდიანას შტატში, თავის მომხრეებთან სიტყვით გამოსცვლისას.
ტრამპმა გამოთქვა იმედი, რომ მოხდება „რაღაც ძალზე კარგი“ ამ შეხვედრის ფარგლებში.
„ისინიც ხვდებიან, რომ ეს კარგია მათთვის. მე მვფიქრობ, რომ ჩვენ დიდ წარმატებას მივაღწევთ“ - დასძინა აშშ-ს პრეზიდენტმა.