აშშ-ის ახალი სანქციები ექვს ადამიანსა და სამ კომპანიას შეეხება, რომლებიც ირანის რევოლუციურ გვარდიასთან და ელიტურ სამხედრო დაჯგუფებასთან არიან კავშირში.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ სანქციები მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ორგანიზაციას მილიონობით დოლარს სწირავდა და მათ მავნებლურ საქმიანობას აფინანსებდა.
ასევე დადანაშაულებულია ირანის ცენტრალური ბანკი იმაში, რომ ვაშინგტონის განცხადებით, ის რევოლუციურ გვარდიას ეხმარებოდა აშშ-ის ვალუტასთან წვდომა ჰქონოდა.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს არ დაუსახელებია იმ პირთა ვინაობა, რომლებიც სანქცირებულთა სიაში შედიან, მაგრამ განაცხადა, რომ ყველა მათგანი ირანელია.
ეს ღონისძიება რომელიც აშშ-მა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან ერთად შემოიღო, ამერიკელ კერძო პირებსა და ორგანიზაციებს მათთან რაიმე საქმის წარმოებას უკრძალავს.