11 მაისს, ასოციაცია ბუნებრივი ღვინო-ს ორგანიზებითა და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და GIZ-ის მხარდაჭრით, საქართველო ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო ფესტივალს ZERO COMPROMISE" -ს უმასპინძლებს.
ბუნებრივი ღვინის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ასოციაციის წევრი 60-მდე ბუნებრივი ღვინის მარანი.
ასევე, აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობას პირველად მიიღებენ ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები საზღვარგარეთიდან.
ფესტივალი გაიმართება მულტიფუნქციურ სივრცე ,,ფაბრიაკა"-ში, თბილისი, ეგნატე ნინოშვილის ქ. 8.