არავინ არსად არ წავა, - პირველი ვიცე-პრემიერი დარწმუნებულია, რომ საფინანსო სექტორის ახალი რეგულაციები „შავ ბაზარს“ არ წაახალისებს.
ამის დასტურად დიმიტრი ქუმსიშვილმა რეფორმის პირველი ტალღის შედეგები მოიხმო, აღნიშნა, რომ კრიტიკოსების მოლოდინი 1 წლის წინ არ გამართლდა და არც ახლა აქვს საფუძველი.
"როდესაც ჩვენ პირველი ტალღა გვქონდა და ვებრძოდით ონლაინ-სესხებს, გახსოვთ, როცა საშუალო საპროცენტო განაკვეთი იყო 1000% და მეტი, მაშინაც ეს ჰქონდათ არგუმენტად ადამიანებს, რომლებიც გვაკრიტიკებდნენ, რომ ხალხი წავა „შავ ბაზარზე“. ვფიქრობ, რეფორმების პირველმა ტალღამ ცხადად გვაჩვენა, რომ არავინ არასად არ წავიდა. შესაბამისად, მეორე ტალღაც გვაჩვენებს, რომ არავინ არასად არ წავა",- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ რეგულაციებით ბაზარი მოწესრიგდება.
„ეს ბაზარი რეგულირებადია და ამ მიმართულებით მსოფლიოში, პრაქტიკულად ყველაგან, რეგულირება ხდება. ჩვენი ამოცანაც არის ჩვენი მოსახლეობის დაცვა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა“, - აღნიშნა მინისტრმა.