ევროპა არ უნდა დათანხმდეს აშშ-ს გადაწყვეტილებას, ირანის წინააღმდეგ ცალმხრივად სანქციების აღდგენის შესახებ, ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ. განაცხადა ევროკომისარმა ფინანსურ საკითხებში პიერ მოსკოვისმა.
"ევროპელებმა უნდა უარყონ ამ გადაწყვეტილების შედეგები, რომელიც ზარალს მოიტანს. იქნება ეს სამხედრო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური. მათმა მობილიზება უნდა გააკეთონ თავიანთი შესაძლებლობების, რათა დარჩნენ ერთიანი, იმისთვის რომ იპოვონ პასუხები და არ მიიღონ ცალმხრივი სანქციები“ - განაცხადა მოსკოვისმა ტელეარხ „France 3“ -ზე გამოსვლისას.
მისი თქმით, ვაშინგტონის გადაწყვეტილების შემდეგ გამოსულიყო ირანის ბირთვული მოლაპარაკებიდან, ევროპასა და აშშ-ს შორის წარმოიშვა „ძალიან ღრმა სხვადასხვაობა, რომელიც არ უნდა დარჩეს შედეგების გარეშე“.