დაღუპულთა რიცხვი ორი აფეთქების შედეგად, რომელიც ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გუშინ მოხდა, გაიზარდა და ათს მიაღწია. დაშავებულია 23 ადამიანი. იტყობინება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო.
ცნობისთვის, გუშინ ღამით ორი აფეთქება მოხდა პოლიციის განყოფილებასთან ქაბულის სხდვადასხვა ნაწილში. შემოვიდა შეტყობინება აფეთქების ზონაში სროლის შესახებაც.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ორი გარდაცვლილის და ორი დაშავებულის შესახებ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო ტერორისტულმა დაჯგუფებამ - „ისლამისტური სახელმწიფო“ და რადიკალურმა მოძრაობა - „თალიბებმა“.